Sunday, November 24, 2013

პროექტის პორტფოლიო




დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ცხრადღიანი ემოციები, ავტვირთე ჩემი პროექტი, მიხარია, ნამდვილად მიხარია, დასრულებაც და ისიც,რომ პროექტის ახლებული ხედვა და მიდგომა ვისწავლე. საინტერესო და თან დაძაბული დღეები გვქონდა, რადგან ძალიან მინდოდა საინტერესო პროექტი გამოსულიყო. რამდენად შევძელი არ ვიცი, ჩემი მოსწავლეებიც ინტერესით და ემოციებით იყვნენ ჩართული, ვისურვებდი დროის მხრივ უფრო მეტი შესაძლებლობა მქონოდა. ბევრ რამეში გავერკვიე, მადლობა ჩემ ტრენერს დიდი ყურადღებისა და დაუღალავი შრომისთვის. ბევრი ვიშვიშის მერე ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ყველას დიდი მადლობა. შემდეგში ალბათ უკეთეს პროექტს გავაკეთებ.

Tuesday, November 5, 2013

ოთხმა დღემ ჩაიარა. პროექტიც იდეაც მოვიფიქრე და საკვანძო კითხვები გავწერე. დღეს უკვე ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები, სტანდარტები, ზოგადი, შინაარსობრივი კითხვები, გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიზნები და დავუკავშირე იმას რომ ჩემი მიზნები 21 საუკუნის უნარების განვითარების საფუძველი უნდა იყოს, შევასრულეთ დროში გაწერილი გეგმა, მოვიფიქრე გასაკეთებელი აქტივობები, ცოტას კი ვნერვიულობ.

Friday, October 25, 2013

როგორი მდიდარი და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სასწავლო პროცესი. ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდები. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში პროექტული სწავლების ტრენინგის პირველივე დღემ, უფრო სხვა თვალით შევხედე ყოველივე ამას, მივდიოთ 21-ე საუკუნის ცხოვრების ტალღას და კიდევ უფრო გავიმდიდროთ სასწავლო პროცესი. მიხარია, რომ უფრო ჩავწვდი პროექტების კეთების და თანმიმდევრული შესრულების სპეციფიკას და ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უფრო მეტ მნიშვნელობას. მომეწონა ახალი გზამკვლევიც და დამაინტერესა მისმა გამოყენებამ