დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ცხრადღიანი ემოციები, ავტვირთე ჩემი პროექტი, მიხარია, ნამდვილად მიხარია, დასრულებაც და ისიც,რომ პროექტის ახლებული ხედვა და მიდგომა ვისწავლე. საინტერესო და თან დაძაბული დღეები გვქონდა, რადგან ძალიან მინდოდა საინტერესო პროექტი გამოსულიყო. რამდენად შევძელი არ ვიცი, ჩემი მოსწავლეებიც ინტერესით და ემოციებით იყვნენ ჩართული, ვისურვებდი დროის მხრივ უფრო მეტი შესაძლებლობა მქონოდა. ბევრ რამეში გავერკვიე, მადლობა ჩემ ტრენერს დიდი ყურადღებისა და დაუღალავი შრომისთვის. ბევრი ვიშვიშის მერე ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ყველას დიდი მადლობა. შემდეგში ალბათ უკეთეს პროექტს გავაკეთებ.
No comments:
Post a Comment