Sunday, November 24, 2013
დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ცხრადღიანი ემოციები, ავტვირთე ჩემი პროექტი, მიხარია, ნამდვილად მიხარია, დასრულებაც და ისიც,რომ პროექტის ახლებული ხედვა და მიდგომა ვისწავლე. საინტერესო და თან დაძაბული დღეები გვქონდა, რადგან ძალიან მინდოდა საინტერესო პროექტი გამოსულიყო. რამდენად შევძელი არ ვიცი, ჩემი მოსწავლეებიც ინტერესით და ემოციებით იყვნენ ჩართული, ვისურვებდი დროის მხრივ უფრო მეტი შესაძლებლობა მქონოდა. ბევრ რამეში გავერკვიე, მადლობა ჩემ ტრენერს დიდი ყურადღებისა და დაუღალავი შრომისთვის. ბევრი ვიშვიშის მერე ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ყველას დიდი მადლობა. შემდეგში ალბათ უკეთეს პროექტს გავაკეთებ.
Tuesday, November 5, 2013
ოთხმა დღემ ჩაიარა. პროექტიც იდეაც მოვიფიქრე და საკვანძო კითხვები გავწერე. დღეს უკვე ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები, სტანდარტები, ზოგადი, შინაარსობრივი კითხვები, გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიზნები და დავუკავშირე იმას რომ ჩემი მიზნები 21 საუკუნის უნარების განვითარების საფუძველი უნდა იყოს, შევასრულეთ დროში გაწერილი გეგმა, მოვიფიქრე გასაკეთებელი აქტივობები, ცოტას კი ვნერვიულობ.
Subscribe to:
Posts (Atom)